Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ფასები ათენის სანაპიროებზე – რა დაგიჯდებათ სანაპიროზე ერთი გასეირნება

ფასები ათენის სანაპიროებზე – რა დაგიჯდებათ სანაპიროზე ერთი გასეირნება

ათენის ორგანიზებული სანაპიროები ყოველდღიურად გადაჭედილია ხალხით. მიუხედავად მაღალი ფასებისა, რომლებიც ყოველ ზაფხულს უფრო და უფრო იმატებს, “შეზლონგები” დღეებით ადრე იჯავშნება.

ისინი, ვისაც შვებულება ჯერ არ აუღიათ და ისევ დედაქალაქში უწევთ ყოფნა, შაბათ-კვირას ათენის სანაპიროებზე ატარებენ. გამომდინარე აქედან ყველა ორგანიზებული სანაპირო დილიდანვე ივსება ხალხით.

“განსაკუთრებით შაბათ-კვირას უნდა იზრუნო და წინასწარ დაჯავშნო ადგილები სანაპიროზე. ამიტომ 3-4 დღით ადრე ვრეკავ ხოლმე, რომ შაბათ-კვირის გატარება მზის გულზე არ მომიწიოს.” – აცხადებს ერთ-ერთი სანაპირო ბარის მუდმივი სტუმარი.

ალიმოსის სანაპიროზე ჯავშნების მიღება ერთი თვის წინ დაიწყეს. ისინი, ვინც ჯავშნის გაკეთება ვერ მოასწრეს, სანაპიროზე ან დილით ადრე მიდიან ადგილის დასაკავებლად, ან იძლებულნი ხდებიან ქვიშაზე გაშალონ პირსახოცი და მიეფიცხნონ მხურვალე მზეს.”
გამომდინარე აქედან სანაპიროზე გასეირნება, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. 

MEGA-ს მიერ გაკეთებული რეპორტაჟის თანახმად ალიმოს სანაპიროზე სამუშაო დღეებში შესვლა 8 ევრო ღირს, ხოლო შეზლონგების სეტი 17 ევროა. შაბათ-კვირას შესვლის ფასი 10 ევროა, ხოლო შეზლონგების სეტის საფასური კი 22 ევროს აღწევს.

ვულაში სამუშაო დღეებში სანაპიროზე შესვლა 7 ევრო ღირს, ხოლო შეზლონგების საფასური 22 ევროდან 40 ევრომდე მერყეობს. ხოლო შაბათ-კვირას შესვლის ფასი 8,5 ევრომდე იზრდება და შეზლონგების ღირებულება 30-50 ევრომდე მერყეობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *