ხალკიდიკში ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 წლის გოგონა ქამრით სცემეს
ხალკიდიკში ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 წლის გოგონა ქამრით სცემეს
28 წლის გოგო მისმა 39 წლის პარტნიორმა უმოწყალოდ სცემა. დაშავებულს მთელს სხეულზე აქვს მიყენებული დაზიანებები. მოძალადე მსხვერპლს არამხოლოდ ხელით შეეხო, არამედ ქამრითაც სცემა.
პოლიციაში შესულ საჩივარზე დაყრდნობით აღნიშნული შემთხვევა 19 ივლისს 18:00 საათზე მოხდა.
ხალკიდიკის ერთ-ერთ სანაპიროზე, კერძოდ ნეონ მუდანიონზე, 39 წლის ალბანეთის მოქალაქემ 28 წლის გოგოს ჩხუბი დაუწყო. მოძალადე გოგონას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა. როცა სანაპიროდან სახლში დაბრუნდნენ, დაახლოვებით საღამოს 21:00 საათზე, მოძალადე გოგონას თავს დაესხა, მუშტების რტყმა დაუწყო თავისა და სხეულის არეში და როცა ხელები დაეღალა ქამარი შეიხსნა და ქამრით გააგრძელა მისი ცემა.
მოძალადემ მისი პარტნიორი მათი 3 არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა, შემდეგ დანა აიღო და დაემუქრა, რომ მოკლავდა.
შეშინებული და სასტიკად ნაცემი ძალადობის მსხვერპლი პოლიციის შენობაში მეორე დღეს, საღამოს 21:00 საათზე მივიდა საჩივრის შესატანად. პოლიციამ მოძალადე საჩივრის შესვლის თანავე დააკავა.
