Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტომანქანა საცხობში შევარდა – უბედურმა შემთხვევამ 68 წლის ბრიტანელი ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტომანქანა საცხობში შევარდა – უბედურმა შემთხვევამ 68 წლის ბრიტანელი ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 68 წლის ბრიტანეთის მოქალაქემ, რომელიც კუნძულ კოსზე მეუღლესთან ერთად საცხობში სადილობდა, როცა უეცრად საცხობში მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა შევარდა და პირდაპირ წყვილის მაგიდას შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად მძიმედ არის დაშავებული გარდაცვლილი ტურისტის 69 წლის მეუღლეც, რომელიც ამ დრომდე კუნძულის საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია განთავსებული.

უბედური შემთხვევა პარასკევს, 30 მაისს მოხდა, როცა 50 წლის მძღოლმა, რომელიც ავტომანქანით ტიგაკიუს მუნიციპალურ გზაზე მიდიოდა, უეცრად საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხობის შესასვლელში შევარდა.

კუნძულზე დასასვენებლად ჩასული წყვილი კი სწორედ ამ საბედისწერო მომენტში იყო სასადილოდ გასული.

საცხობის მეპატრონემ protohema.gr-თან საუბრისას განაცხადა, რომ საბედნიეროდ შეჯახების შედეგად სხვა არავინ დაშავებულა და საცხობის თანამშრომლები გადარჩნენ. იქვე დასძინა, რომ რადგან ავტომანქანა ავტომატიკა იყო, მძღოლს გაზი და მუხრუჭი აერია და სწორედ ამიტომ მოხდა ეს საბედისწერო შემთხვევა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *