წვიმიანი ამინდი და ადგილობრივი ქარიშხალი დედაქალაქში – ტემპერატურა 37 გრადუსამდე გაიზრდება
წვიმიანი ამინდი და ადგილობრივი ქარიშხალი დედაქალაქში – ტემპერატურა 37 გრადუსამდე გაიზრდება
ორშაბათი დღე მოწმენდილი ცით გათენდა ქვეყნის უმეტეს ნაწილში, თუმცა საღამოს საათებისკენ მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ძლიერი ქარები და შტორმიც კი. კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ, რადგან ჭექა ქუხილი და მეხი საშიშროებას წარმოადგენს არამხოლოდ ხანძრის გაჩენისთვის, არამედ მათთვისაც ვინც იმ მომენტში ზღვაში იქნებიან იახტით ან უბრალოდ საცურაოდ შესულები.
სინოპტიკოსმა კლეარხოს მარსაკისმა განაცხადა: “არ არის გამორიცხული დღეს დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ვიხილოთ ძლიერი წვიმა და ქარიშხალი.”
მერყევი ამინდი მთელი ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება პარასკევის ჩათვლით.

Facebook Comments Box
