კრეტა: 32 წლის მეხანძრე კურტალიოტის ხეობაში გარდაცვლილი იპოვეს
კრეტა: 32 წლის მეხანძრე კურტალიოტის ხეობაში გარდაცვლილი იპოვეს
32 წლის მეხანძრის უეცარმა გარდაცვალებამ ირაკლიოს მოსახლეობა შეძრა.
ახალგაზრდა სამშაბათს გვიან ღამით საკუთარმა კოლეგებმა კურტალიოტის ხეობაში ნახევარი მეტრის სიმაღლის წყალში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხრისტოსი მის მეგობართან ერთად სალაშქროდ იყო წასული ხეობაში და სწორედ ასე გაუჩინარდა. გოგონამ სამართალდამცავ ორგანოებს მეგობრის გაუჩინარების შესახებ საღამოს 7 საათისკენ შეატყობინა, როცა პრეველის ხიდს მიუახლოვდა, რადგან ეს იყო ერთადერთი ადგილი სადაც ტელეფონი იჭერდა.
გარდაცვლილს სახის არეში დარტყმის კვალი აღენიშნებოდა.
გარდაცვალების ნამდვილ მიზეზებს სამდეიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
Facebook Comments Box
