სალონიკი: პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ქალაქში ჰეროინით სავსე ჩემოდნები გადაჰქონდა
სალონიკი: პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ქალაქში ჰეროინით სავსე ჩემოდნები გადაჰქონდა
ჰეროინით სავსე ჩემოდანი გადაჰქონდა პირს, რომელიც პოლიციამ სალონიკში დააკავა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამნაშავე სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ საღამოს დააფიქსირეს სალონიკში მაშინ, როცა საზოგადო ტრანსპორტიდან ჩამოდიოდა. ჩხრეკისას ჩემოდნიდან 6 შეკვრა ჰეროინი ამოიღეს, რომლის საერთო რაოდენობა 3 კილოსა და 15 გრამს შეადგენდა.
დაკავებულს ჩამოერთვა მობილური ტელეფონიც, რომელიც თან ჰქონდა.
დამნაშავე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს განყოფილებაში და დროებითი პატიმრობის საკანში დარჩება მანამ, სანამ პროკურორთან არ გადაიყვანენ დაკითხვაზე.
Facebook Comments Box
