თესალონიკი: 71 წლის ქალმა მძინარე შვილი დანით დაჭრა
სალონიკში 44 წლის მამაკაცს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ძილის დროს, მოულოდნელად დანით თავს დაესხა 71 წლის დედა და დაჭრა, რის შემდეგაც მიყენებული ჭრილობებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ძილის დროს დედისგან ბასრი საგნით მიღებული დარტყმები თავის არეში აქვს მიღებული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
დანა, რომელიც 71 წლის ქალმა გამოიყენა, პოლიციამ გამოძიების დროს ამოიღო.
დაზარალებულის მამამ და ქალის ქმარმა, როგორც კი დაჭრილი შვილი დაინახა და მიხვდა რა მოხდა, მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
ადგილზე მისულმა ბრიგადამ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც 71 წლის ქალი დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ როგორც დედას, ასევე მის 44 წლის ვაჟს სერიოზული ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემები აქვთ.
საქმე თესალონიკის უშიშროების სისხლის სამართლის დანაშაულების განყოფილებამ აიღო და 71 წლის ქალის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობისთვის საქმე აღიძრა.
