Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: 71 წლის ქალმა მძინარე შვილი დანით დაჭრა

სალონიკში  44 წლის მამაკაცს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ძილის დროს,  მოულოდნელად  დანით თავს დაესხა 71 წლის დედა და დაჭრა, რის შემდეგაც მიყენებული ჭრილობებით  მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ძილის დროს დედისგან ბასრი საგნით მიღებული დარტყმები თავის არეში აქვს მიღებული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

დანა,  რომელიც 71 წლის ქალმა გამოიყენა, პოლიციამ გამოძიების დროს  ამოიღო.

დაზარალებულის მამამ და ქალის ქმარმა, როგორც კი  დაჭრილი შვილი დაინახა და მიხვდა რა მოხდა, მაშინვე  სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

ადგილზე მისულმა ბრიგადამ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც 71 წლის ქალი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ როგორც დედას,  ასევე მის 44 წლის ვაჟს  სერიოზული ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემები აქვთ.

საქმე თესალონიკის უშიშროების სისხლის სამართლის  დანაშაულების განყოფილებამ  აიღო და 71 წლის ქალის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობისთვის საქმე აღიძრა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *