Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიცია ეძებს მოტოციკლის მძღოლს რომელიც 25 წლის გოგოს დაეჯახა

პოლიცია ეძებს მოტოციკლის მძღოლს რომელიც 25 წლის გოგოს დაეჯახა

25 წლის გოგონამ, რომელსაც პარასკევს მოტოციკლის მძღოლი დაეჯახა და შემდეგ 20 მეტრის მანძილზე ათრია, ჩვენება ირაკლიოს პოლიციის განყოფილებაში მისცა. აღნიშნული განყოფილება აწარმოებს გამოძიებას და პარალელურად ელოდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასაც, რათა ოფიციალურად დადასტურდეს, რომ ყველა ჭრილობა, რაც გოგონას სხეულზე აქვს მიყენებული, არის ამ კონკრეტული შემთხვევისგან გამოწვეული.

სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ კვლევებს, რათა მოხდეს დამნაშავის იდენტიფიცირება და შეძლონ მისი დაკავება.

აღნიშნული შემთხვევა პარასკევს საღამოს 19:30 საათზე მოხდა ირაკლიოს სანაპირო ზოლზე. დამნაშავეს ეხურა შავი ჩაფხუტი, ეცვა შორტი, აქვს ყავისფერი თვალები, ატარბს ულვაშს და არის შავგვრემანი. 

მოტოციკლი, რომელსაც დამნაშავე მართავდა არის მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო ფერის. 

დაზარალებული არ არის დარწმუნებული ჰქონდა თუ არა სარკეები დამნაშავის მოტოციკლს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *