Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ხანია: ძლიერი შეჯახებისას 3 ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა

ხანია: ძლიერი შეჯახებისას 3 ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა

ხუთშაბათს ღამით ხანიაში ავტომანქანა ხეს შეასკდა. შეჯახების შედეგად 3 ახალგაზრდა, 2 ბიჭი და 1 გოგონა, დაახლოვებით 18 წლის ასაკის, მძიმედ დაშავდა. 

შეჯახების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მანქანა, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, გზიდან გადავიდა და დიდი სიმძლავრით შეასკდა ხეს წმინდა კონსტანტინეს ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს.

შემთხვევის ადგილას 9 მეხანძრე 4 სახანძრო მანქანით გამოცხადდა, რათა მანქანაში გამომწყვდეული ახალგაზრდები გადმოეყვანათ. სახანძრო-სამაშველო ბრიგადასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ახალგაზრდები საავადმყოფოში გადაიყვანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *