Latest news
შავი პარასკევი: 4 რჩევა, რომელსაც მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 33 წლის ალჟირის მოქალაქეს, რომელსაც 3 წლის შვილის დახრჩობა ედებოდა ბრალად აფეთქება პლაკაზე: ექსპერტების დასკვნა სასამართლოს გადაეცა ათენი: 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს პირღოს: ახალშობილი 3 500 ევროდ გაყიდეს და მიღებული თანხით Citroën Xsara შეიძინეს  ცევასის ჩანაწერები პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების შესახებ Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში
პარასკევი, ნოემბერი 20, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

გლიფადაში ხანძარი განზრახ გააჩინეს 

გლიფადაში ხანძარი განზრახ გააჩინეს 

“დრონებმა დააფიქსირეს პირველი კვამლი, ხოლო თერმულმა კამერებმა კი პირველი თერმული ცვლილება შემთხვევის ადგილზე. დაუყოვნებლივ მოხდა შესაბამისი დეპარტამენტის ინფორმირება და მყისიერი რეაგირება.” – აცხადებს ელინიკო-არღირუპოლის მუნიციპალიტეტის მერი იანნის კონსტანდატოსი ΕΡΤ-თან საუბრისას.

გადაცემა “Νewsroom”-ში საუბრისას კონსტანდატოსმა ხაზგასმით თქვა: “ხანძარი ტერფსითეას სტადიონზე გაჩნდა, არღირუპოლთან ახლოს. აშკარა იყო, რომ ადამიანის ხელი ერია ამ საქმეში, რადგან ტერიტორია ცეცხლის ალში მოულოდნელად გაეხვა.”

გლიფადას მაცხოვრებლების მიერ პოლიციაში შესულ საჩივარზე დაყრდნობით სამაართალდამცავმა ორგანოებმა 2 პირი დააკავა, რომელთაც 9 200 ევროს ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ ხანძრის განზრახ გაჩენის გამო.

ადგილობრივ მოსახლეობას ეჭვი, რომ ხანძარი განძრახ გააჩინეს, ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე უეცარმა აღმოცენებამ გამოიწვია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *