Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

ხანძრის პირველი მსხვერპლი – 60 წლის ქალი სამრეწველო ქარხნის სააბაზანოში დამწვარი იპოვეს

ხანძრის პირველი მსხვერპლი – 60 წლის ქალი სამრეწველო ქარხნის სააბაზანოში დამწვარი იპოვეს

ატიკას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩენილი ხანძრის, რომელიც უკვე მესამე დღეა მძვინვარებს, პირველი მსხვერპლი იპოვეს დღეს დილით, პატიმა ხალანდრის საწარმოს სააბაზანოში.

60 წლის ქალი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. როგორც ჩანს შენობიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხა და გადასარჩენად შენობის სააბაზანოში შეიკეტა სადაც წყალზე ექნებოდა წვდომა.

გარდაცვლილის თანამშრომლები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ შენობაში მაშინ, როცა ცეცხლი ქარხანასაც მოედო, აცხადებენ, რომ თვითონ ღობიდან გადახტნენ, რათა ხანძრისგან თავი დაეღწიათ. “ვეძახდით: “მიდი, გადმოხტი!.. თუმცა გვითხრა, რომ ტელეფონზე უნდოდა დაერეკა და უკან შებრუნდა.. სხვა ვერაფრის გაკეთება შევძელით..” – აცხადებენ თანამშრომლები.

“დავკარგეთ ჩვენი ძვირფასი მეგობარი და კარგი თანამშრომელი ნადია.” – განაცხადა ტელემაუწყებელ ΕΡΤ-თან საუბრისას სამრეწველო ქარხნის მეზობლად მაცხოვრებელმა მოქალაქემ.

“ვერ ვხვდები რატომ არ დატოვა შენობა მაშინვე, როცა ევაკუაციის ბრძანება გაიცა. 20-25 წელია რაც ჩემს კომპანიაში მუშაობს. სულ 13-14 თანამშრომელი მყავს, რომელთაგან უმეტესობას უკვე დასრულებული ჰქონდა სამუშაო დღე, რადგან ბევრი საქმე არ ჰქონდათ. მეც ძალიან დაბნეული ვარ, არ ვიცი რა გითხრათ.. გაოგნებული ვარ მომხდარით..” – აცხადებს საწარმოს მფლობელი.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *