Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ზაკინთო: ჩამოვარდნილი მეხის შედეგად ხანძარი გაჩნდა

ზაკინთო: ჩამოვარდნილი მეხის შედეგად ხანძარი გაჩნდა

სულ ცოტახნის წინ ზაკინთოში, მახერადოსთან ახლოს მდებარე უბანში კარალუპოში ხანძარი გაჩნდა ჩამოვარდნილი მეხის შედეგად.

უამინდობის შედეგად საბერძნეთის უამრავ რეგიონს მიადგა ზიანი. აუტანელი სიცხეებისა და დაუსრულებელი ხანძრების შემდეგ, როცა ადგილობრივ მოსახლეობას ეგონა, რომ წვიმა “მხსნელად” მოევლინა, ზაკინთოს რეგიონული სამოქალაქო დაცვის სამსახურში განგაშის ზარი დაირეკა სწორედ უამინდობის გამო, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო.

გამომდინარე იქიდან, რომ ცეცხლი სახმელეთო ძალებითვის მიუდგომელ ადგილას გაჩნდა ხანძრის ჩასაქრობად საჰაერო ძალები მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტერიტორიაზე 2017 წელს დიდი ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ძალიან დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა მთელ რეგიონს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *