Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ოროპოსში 23 წლის პაკისტანელი ელექტრო სკუტერით ასაკოვან ქალებს თავს ესხმოდა

დღეს ორშაბათს, ბრალი წარედგინება 23 წლის პაკისტანელს, რომელიც პარასკევს, სკალა ოროპუში ასაკოვანი ქალბატონის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს შუადღისას, ოროპოს აგიოს კონსტანტინოს  სანაპიროზე, 23 წლის მამაკაცი 69 წლის ქალს მიუახლოვდა და ფიზიკური ძალის გამოყენებით მასზე   სექსუალური ძალადობა სცადა .

ქალმა შეძლო თავდაპირველად  მოძალადის მოგერიება, ამავე დროს გამოჩნდა  გამვლელი  მანქანა, რომლის მგზავრებმაც შეამჩნიეს ფაქტი და 23 წლის პაკისტანელი  შემთხვევის ადგილიდან  ელექტრო სკუტერით გაიქცა.

ოროპოს უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, რომლებსაც დაევალათ საქმის წინასწარი გამოძიება იმ ადგილზე, სადაც მოხდა ინციდენტი,  აღმოაჩინეს და ამოიღეს მობილური ტელეფონი.

გამოძიების მიმდინარეობისას კიდევ ორმა,  70 და 74 წლის ქალბატონებმა  განაცხადეს,  რომ იმავე დღეს მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მუქარით მიჰყვა ელექტრო სკუტერით  მოძრავი პირი მსგავსი ქმედებების აშკარა განზრახვით, რომელიც მძაფრი სიტყვიერი რეაქციების შემდეგ გაიქცა.

პირველმა ქალმა ადევნებული 23 წლის მამაკაცი მაშინ შეამჩნია   როცა ის სუპერმარკეტიდან სახლში ბრუნდებოდა, ხოლო მეორემ, როცა ველოსიპედით სეირნობდა.

პოლიციამ მოძალადე მამაკაცი მისი ბიძის მაღაზიაში აღმოაჩინა,  რომლის მობილური ტელეფონი აღნიშნული პიროვნების  ტელეფონთან იყო დაკავშირებული.

ის გადაიყვანეს განყოფილებაში სადაც მისი ბრალეულობა დადგინდა, დაზარალებულმა ქალებმა ის ამოიცნეს.

გარდა ამისა, ამოღებულია ელექტრო სკუტერი, რომლითაც 23 წლის მამაკაცი მოძრაობდა.

დაკავებული ათენის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს, რომელმაც მას გაუპატიურების მცდელობისთვის სისხლის სამართლის საქმე წაუყენა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *