სალონიკი: 50 წლის კაცმა, რომელსაც სჯეროდა მეზობლებმა სახლში ჩუმად სათვალთვალო კამერები დაუმონტაჟეს, მეზობლების მანქანები დააზიანა
სალონიკი: 50 წლის კაცმა, რომელსაც სჯეროდა მეზობლებმა სახლში ჩუმად სათვალთვალო კამერები დაუმონტაჟეს, მეზობლების მანქანები დააზიანა
მძაფრსიჟეტიანი ფილმის სცენარი განვითარდა სალონიკში, კერძოდ სტავრუპოლში, როდესაც 50 წლის კაცმა მისი 2 მეზობლის ავტომანქანები ნაჯახით დააზიანა.
დამნაშავეს, აღნიშნული ქმედებისკენ, ეჭვმა უბიძგა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ მეზობლების მას საკუთარ სახლში კამერებით უთვალთვალებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული შემთხვევა 7 სექტემბერს დილის საათებში მოხდა. 50 წლის კაცმა ნაჯახით ავტომანქანების მინები ჩაამსხვრია.
მინების მსხვრევიდან გამოწვეული ხმაურის შედეგად ავტომანქანების მფლობელი მამა-შვილი აივანზე გამოვიდა და მეზობელს სთხოვა გაჩერებულიყო, თუმცა მეზობელმა გააგრძელა მანქანებისთვის მატერიალური ზიანის მიყენება და პარალელურად მათ დაემუქრა კიდეც: “ჩამოდით და ნახავ რაც დაგემართებათ! მოგკლავთ!”
შეშინებულმა მამა-შვილმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა სანამ სამართალდამცავი ორგანოები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდებოდნენ ბოროტმოქმედმა კორპუსში შესვლის მცდელობისას სადარბაზოს კარიც დააზიანა.
დაზარალებულების განცხადების თანახმად, მატერიალური ზიანი, რომელიც ბოროტმოქმედმა მიაყენათ, 4 000 ევროს აჭარბებს.


