Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

კრეტა: 35 წლის ტურისტი სისხლისგან დაიცალა – რა მოხდა სამარიას ხეობაში – არის თუ არა უსაფრთხო ხეობის ტერიტორიაზე გადაადგილება

კრეტა: 35 წლის ტურისტი სისხლისგან დაიცალა – რა მოხდა სამარიას ხეობაში – არის თუ არა უსაფრთხო ხეობის ტერიტორიაზე გადაადგილება

კუნძულ კრეტაზე, კერძოდ ხანიაში მდებარე სამარიას ხეობა დაიკეტება მანამ, სანამ არ გამოიცემა ექსპერტების დასკვნა 35 წლის ტურისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც ლაშქრობაზე იმყოფებოდა ხეობაში და ოთხშაბათს, 18 სექტემბერს დაიღუპა.

ახალგაზრდა ტურისტის გარდაცვალების მიზეზი ძლიერი სისხლდენა იყო. ტურისტს კლდის მოწყვეტილი ნაწილი დაეცა, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად დაახლოვებით 13:30 საათზე ჩამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე სალაშქროდ კიდევ ერთი ტურისტი იმყოფებოდა, რომელიც ექიმი აღმოჩნდა და რომელმაც ყველა საჭირო და შესაძლო პირველად სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა დაშავებულს, მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

უბედური შემთხვევის ადგილზე ათობით ტურისტი ჩაიკეტა, რადგან ჩამოვარდნილმა კლდის ნაწილმა გზა ჩახერგა.
თვითმხილველების განცხადების თანახმად ლაშქრობის მსვლელობისას არ იყო არანაირი ნიშანი, რომ შეიძლებოდა გაწვიმებულიყო. შტორმი მოულოდნელად დაიწყო და სწორედ ამ დროს მოწყდა კლდის ნაწილი და დაეცა ერთ-ერთ მათგანს.
“ჩემი თვალით ვნახე როგორ დაიცალა სისხლისგან ახალგაზრდა ქალი. შტორმი იყო. შტორმის შედეგად ჩამოინგრა ხიდი და სწორედ მაგ მომენტიდან დაიწყო ყველაფერი. 35 წლის ქალი სასიკვდილოდ დაშავდა.” – განაცხადა creta24.gr-თან საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა. 

“დაშავებულმა გონება დაკარგა. მის გარშემო ყველა ცდილობდა, რომ გონს მოეყვანათ, შეეჩერებინათ სისხლდენა, მაგრამ ვერ შეძლეს. დაცემის შედეგად ფეხი მოტყდა. სამაშველო ბრიგადაც მალევე მოვიდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.” – განაცხადა კიდევ ერთმა ტურისტმა, რომელიც ლაშქრობაში დაშავებულთან ერთად იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *