მენიდი: ალბანეთის მოქალაქეს, რომელსაც ხელყუმბარები, დეტონატორები და ვაზნები აღმოუჩინეს ჩხრეკისას, პატიმრობა შეეფარდა 53 წლის ვადით
მენიდი: ალბანეთის მოქალაქეს, რომელსაც ხელყუმბარები, დეტონატორები და ვაზნები აღმოუჩინეს ჩხრეკისას, პატიმრობა შეეფარდა 53 წლის ვადით
ალბანეთის მოქალაქეს, რომელიც ოთხშაბათს ღამით მენიდში დააკავეს, ჩხრეკისას 2 ხელყუმბარა, 4 დეტონატორი და 50 ვაზნა ამოუღეს. დაკავებულს 53 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მსჯავრდებული ადრეც იმყოფებოდა პატიმრობაში მკვლელობის მცდელობისთვის, ძარცვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. სასჯელის მოხდის შემდეგ კი როგორც აღმოჩნდა ისევ განაგრძო კრიმინალური ცხოვრება.
ალბანეთის მოქალაქემ განაცხადა, რომ ჩხრეკისას ამოღებული ნივთების გაყიდვას აპირებდა იმისთვის, რომ საარსებო წყარო ჰქონოდა.
Facebook Comments Box
