Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სალონიკი: ქმარმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ცოლმა ჩუმად ბოტოქსი გაიკეთა

სალონიკი: ქმარმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ცოლმა ჩუმად ბოტოქსი გაიკეთა

კოსმეტიკური ჩარევა და ამ ფაქტის 38 წლის ქალის მიერ დაჟინებული უარყოფა გახდა ცოლ-ქმარს შორის კამათის ჩხუბში გადაზრდის მიზეზი.

საჩივარზე დაყრდნობით გასულ პარასკევს ღამით ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი იმიტომ დაიწყო, რომ ქმარმა იეჭვა, რომ მისმა ცოლმა პარასკევს დილით ბოტოქსი გაიკეთა. გამომდინარე იქიდან, რომ ქმარი წინააღმდეგია ყოველგვარი კოსმეტიკური ჩარევის ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი კამათი ჩხუვში გადაიზარდა და ქმარმა ქალს ხელი დაარტყა. პოლიციაში ძალადობის მსხვერპლმა დაუყოვნებლივ დარეკა და ჩვენებაც მისცა, თუმცა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქმარს მასზე ფიზიკურად არასდროს უძალადია წარსულში და ამ შემთხვევაშიც კამათი ჩხუბში მხოლოდ იმიტომ გადაიზარდა, რომ ქალს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მოხმარებული და ვერ გააკონტროლა მისი საქციელი: “არ მინდოდა მიმხვდარიყო რომ ბოტოქსი გავიკეთე. მკითხა როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ და მოვატყუე. ამიტომ ვთქვი პოლიციაშიც, რომ ქმარმა ხელი გამარტყა და ამიტომ მაქვს ჩალურჯებები სახეზე. არ მინდოდა ვინმე მიმხვდარიყო რომ ბოტოქსი გავიკეთე. კარგი მეუღლეა.. ერთი შვილი გვყავს. ვიჩხუბეთ და ჩხუბისას ბოთლი გავტეხე. ასე მეუბნებოდა: “მომწონხარ ისეთი, როგორიც ხარ.” თვითონვე მითხრა პოლიციაში დამერეკა.”

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა: “ბოთლი თვითონ გატეხა, მე ხელი არ დმაიკარებია მისთვის. ბავშვს მოვკიდე ხელი და გარეთ გამოვედი რომ დავმშვიდებულიყავი. მე თვითონ ვუთხარი რომ პოლიციაში დაერეკა. გაცოფებული იყო, ვერაფრით დამშვიდდა. არ მინდა ბოტოქსი იკეთოს, მომწონს ისეთი როგორიც არის. ჯერ 38 წლის არის და დრო რომ გავა ინანებს.”
მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა საქმის სიღრმისეულად განხილვის წინადადება წარადგინა, რადგან მომჩივანის მიერ შეტანილი სარჩელი და სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება სრულიად ეწინააღმდეგებოა ერთმანეთს, სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *