Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით “აგია ოლგას” კლინიკის ადმინისტრაციას უფლებამოსილება შეუწყდა

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მიხალის ხრისოხოიდის გადაწყვეტილებით “აგია ოლგას” საავადმყოფოს ფსიქიატრიული კლინიკის საექთნო დაწესებულების ადმინისტრაციას უწყდება უფლებამოსილება, რადგან, როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად ქვეყნის ყველა საავადმყოფოში სამშენებლო პრობლემებისა და დაზიანებების მოგვარების შესახებ გაცემული ბრძანებისა, “აგია ოლგას” საავადმყოფოში პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი ზომები არ განხორციელებულა.

” საავადმყოფოს შენობების კარგი მდგომარეობა, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ჰუმანური პირობებისა და ჯანდაცვის პერსონალის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა სახელმწიფოს თავისთავად ცხადი ვალდებულებაა. იმის გამო, რომ ბევრ საავადმყოფოს აქვს მოძველებული შენობები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მათ განახლებაზე, აღდგენისა და მდგრადობის ფონდის მნიშვნელოვანი დაფინანსებით. მთლიანი თანხა, რომელიც გამოიყოფა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისათვის 1 მილიარდ ევროს აჭარბებს. ფსიქიატრიული კლინიკებისათვის უკვე მიმდინარეობს მათი განახლების პროგრამის განხორციელება აღდგენის ფონდის დაფინანსებით, 3,5 მილიონი ევროს ოდენობით.

ამის მიუხედავად, სანამ არ დასრულდება მათი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, საავადმყოფოების ადმინისტრაციას და ჯანდაცვის ოლქების ხელმძღვანელებს მტკიცედ სთხოვეს მათი შესაძლებლობების ფარგლებში სასწრაფოდ გამკლავებოდნენ ნებისმიერ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია სანიტარული ობიექტების მდგომარებასთან ან მცირე დაზიანებასთან თითოეულ ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხარჯების დაფარვის ვალდებულებას დაქვემდებარებულ საავადმყოფოებში.”- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, დღეს ფსიქიატრიული კლინიკიდან სერიოზული სამშენებლო პრობლემებისა და საშინლად დაბინძურებული სველი წერტილების უპრეცედენტო კადრები გავრცელდა.

კრამიტით მოპირკეთებული ჭერი, კედლები და იატაკი დაზიანებული… საავადმყოფოს მდგომარეობა შუა საუკუნეების პერიოდს მოგაგონებთ. საექთნო დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით მას შემდეგ, რაც 1999 წელს პაციენტების განთავსება დაიწყო, შენობაზე არანაირი ტექნიკური სამუშაოები არ ჩატარებულა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვარცოპულოსი “აგია ოლგას” საავადმყოფოს ფსიქიატრიული კლინიკის შენობაში არსებული ვითარების გასარკვევად შესაბამისი საჩივრების მიღების შემდეგ მივიდა.

ნახეთ ვიდეო:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *