Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

განრისხებულმა კაცმა ცოლისა და არასრულწლოვანი შვილისთვის მანქანით გადავლა სცადა

განრისხებულმა კაცმა ცოლისა და არასრულწლოვანი შვილისთვის მანქანით გადავლა სცადა

შემზარავი შემთხვევა დაფიქსრიდა ტირნავოსში, როცა განრისხებულმა კაცმა ცოლისა და მათი არასრულწლოვანი შვილისთვის მანქანით გადავლა სცადა. 

მეზობლების ყურადღება ქალის განწირულმა ყვირილმა მიიქცია, რომელიც შველას ითხოვდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცმა ცოლი უმოწყალოდ სცემა და მაშინ, როცა ცოლი განრისხებულ კაცს ხელიდან დაუსხლტა და მათ არასრულწლოვან შვილთან ერთად სახლიდან გამოიქცა მოძალადე მანქანაში ჩაჯდა და მათთვის გადასავლელად გაემართა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მოძალადის პოვნა ვერ მოახერხა, რადგან როგორც კი დამნაშავემ დაინახა, რომ მისმა ცოლ-შვილმა მეზობლის სახლს შეაფარეს თავი, ადგილიდან მიიმალა.

ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილი ამჟამად პოლიციის შენობაში არიან გადაყვანილები მათივე უსაფრთხოებისთვის. 

სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მოძალადის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ოჯახური ძალადობისა და მკვლელობის მცდელობაში ედება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *