Latest news
ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა ლიოსიონ: დააკავეს მძღოლი, რომელიც 16 წლის გოგოს დაეჯახა ორშაბათიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან როდის იწყება ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები  მირტოს მამა გულისამაჩუყებელ განცხადებას აკეთებს ლეზვოს: რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანები დაიკეტა დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ხანია: ნორვეგიული სკაბით დაინფიცირების შემთხვევის შემდეგ სკოლაში სწავლა 4 დღეში აღდგა

ხანია: ნორვეგიული სკაბით დაინფიცირების შემთხვევის შემდეგ სკოლაში სწავლა 4 დღეში აღდგა

ორშაბათს, 21 ოქტომბერს, საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხანიაში, რომელიც გასულ ხუთშაბათს ნორვეგიული სკაბით დაინფიცირების შემთხვევის აღმოჩენის შედეგად დაიკეტა.

zarpanews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სკოლა დაუყოვნებლივ დაიკეტა და მოხდა სკოლის დეზინფექცია.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ დაფიქსირებულა ერთზე მეტი ნორვებიული სკაბით დაინფიცირების შემთხვევა და სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.

სკაბი კანის დაავადებაა, რომელიც შემოდგომაზე იჩენს ხოლმე თავს. მაღალ რისკ ჯგუფს კი სწორედ  სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დამსწრე ბავშვები წარმოადგენენ. 

სკაბით შესაძლოა დაინფიცირდეს არამხოლოდ დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანი, არამედ ნებისმიერი პირი განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. 

ინფექციის ყველაზე გავრცელებული გზაა ინფიცირებულის კანთან პირდაპირი კონტაქტი, განსაკუთრებით სქესობრივი კონტაქტი, ასევე ერთსა და იმავე საწოლში ძილი ან ერთი და იგივე ტანსაცმლის ტარება. გლობალურად სკაბით 300 მილიონი ადამიანია დაავადებული, რაც მოსახლეობის 5 პროცენტს შეადგენს.

მიუხედავად იმისა რომ სკაბის ნაკლებად გავრცელებული ფორმაა სწორედ ნორვეგიული სკაბია, ხანიაში სწორედ ამ კონკრეტული ფორმით დაინფიცირებული ბავშვის იზოლირება მოხდა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. საქმე გვაქვს სკაბის მძიმე ფორმასთან, რომელიც ყველაზე ხშირად აწუხებს გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენილობისა და იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს (აივ ინფიცირებულები, რომლებიც გადიან იმუნოსუპრესიულ მკურნალობას).

ნორვეგიული სკაბისთვის დამახასიათებელია ცვლილებები თავის კანზე, სახეზე, იდაყვებზე, ხელებზე, მუხლებზე და ტერფებზე განლაგებული კერატინიზებული ნაწიბურების და ქერცლების სახით. დაავადების მიმდინარეობისას შეიძლება თვალსაჩინო საერთოდაც არ იყოს გამონაყარი ან ძლიერი ქავილი. ნორვეგიული სკაბით დაავადებული ადამიანებისგან დაინფიცირება ძალიან მარტივია – დაზარალებული კანი შეიცავს დიდი რაოდენობით პარაზიტებს და მათ კვერცხებს. დაინფიცირებისთვის საკმარისია ხელი ჩამოართვათ, შეეხოთ პაციენტის ტანსაცმელს ან თუნდაც ავეჯს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *