Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

დონალდ ტრამპი უკვე უფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია

დონალდ ტრამპი უკვე უფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია

20 იანვარს დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და “საღი აზრის რევოლუციის” დაპირებით აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.

საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას ტრამპი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მისი გამოსვლის მთავარი შინაარსი აშშ-ის გავლენების გაძლიერებასა და წარსული დიდების დაბრუნებაზე იყო ფოკუსირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვის ძირითადი ნაწილი აშშ-ის შიდაპოლიტიკურ პრიორიტეტებს დაეთმო და საგარეო პოლიტიკური საკითხებიდან ძირითადად ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპმა ისაუბრა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკური ნდობის კრიზისზეც, რაშიც წინა ადმინისტრაცია დაადანაშაულა. მისი განცხადებით, აშშ-მა უნდა შეამციროს საგარეო დახმარება და გაზარდოს შემოსავლები. მისი მუშაობის პირველივე დღეს დონალდ ტრამპმა ყველა სახის საგარეო დახმარება 90 დღით შეაჩერა. შესაბამისად, მისი ადმინისტრაცია გადახედავს აღნიშნული დახმარებების მიზნობრიობას.

მისივე განმარტებით, ამიერიდან აშშ-ის მთავრობა ყველა კრიზისს ღირსეულად და სიძლიერის დემონსტრირებით გაუმკლავდება. 2025 წლის 20 იანვარი დონალდ ტრამპმა ამერიკის მოქალაქეებისთვის „გათავისუფლების დღედ“ შეაფასა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *