ბალდოკის შვილს საბერძნეთის მოქალაქეობა მიანიჭეს
ბალდოკის შვილს საბერძნეთის მოქალაქეობა მიანიჭეს – ფეხბურთელს განაცხადი მოქალაქეობასთან დაკავშირებით გარდაცვალებამდე 25 დღით ადრე ჰქონდა შეტანილი
საფეხბურთო კლუბის, პანათინაიკოსის, მოულოდნელად გარდაცვლილი ფეხბურთელის, ბალდოკის შვილს საბერძნეთის მოქალაქეობა მიანიჭეს.
სამშაბათს, 22 ოქტომბერს, სამთავრობო გაზეთში გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბროდი ბალდოკს საბერძნეთის მოქალაქეობა მიენიჭა.
ფეხბურთელს 16 სექტემბერს ჰქონდა განაცხადი შეტანილი მისი 1 წლის ვაჟისთვის საბერძნეთის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით და განცხადებიდან 25 დღის შემდეგ კი საბერძნეთის სახელმწიფომ განაცხადი დააკამაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ბალდოკს ინგლისში, 30 ოქტომბერს დაკრძალავენ.
Facebook Comments Box
