Latest news
ადვოკატი ნანა აბულაძე – Lawyer Nana Abuladze ასტიპალეაში წყლის დეფიციტის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული დღეს ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს ვინ იყო წმინდა ირინე, რომლის სახელობის დღეც საბერძნეთში დღეს აღინიშნება მაკედონიის აეროპორტში Ryanair-ის ბაზის დაკეტვა იგეგმება მაფიოზური ქოლცენტრები, რომლებიც ბერძნებსა და ევროპელებს ძარცვავენ არ ვიცოდით რომ შშმ პირი იყო - აცხადებს 25 წლის ბიჭის დედა, რომელიც 17 წლის აუტიზმის მქონე ბიჭს ფიზიკ... ვინ არის კურიერი, რომელიც გამვლელებს ქვებს ესროდა 5 მაისიდან ტემპერატურის რადიკალური მატებაა მოსალოდნელი როდის აღინიშნება დედის დღე საბერძნეთში
სამშაბათი, მაისი 5, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კალამატა: 11 წლის ბიჭი თანატოლებმა გაზიანი სასმელის წართმევის მიზნით სცემეს

კალამატა: 11 წლის ბიჭი თანატოლებმა გაზიანი სასმელის წართმევის მიზნით სცემეს

მოსწავლეთა შორის ძალადობა უკვე ყოველღვარ ზღვარს სცდება. კალამატაში, ერთ-ერთ საზოგადოებრივი თავშეყრის პარკში 11 წლის ბიჭი მისმა თანატოლებმა იმიტომ სცემეს, რომ მისთვის გაზიანი სასმელი, რომელსაც სეირნობისას სვამდა, წაერთმიათ.

11 წლის ბიჭი პარკში ორშაბათს ღამით მარტო სეირნობდა, როდესაც მას 3 არასრულწლოვანი მიუახლოვდა და ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაუენეს, ხოლო შემდეგ კი ხელი დაარტყეს და გაზიანი სასმელი, რომელსაც სვამდა, წაართვეს. 

შეშინებულმა ბიჭმა მშობლებს მოუყვა მომხდარის შესახებ, ხოლო მშობლებმა კი დაუყოვნებლივ მიმართეს პოლიციას. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ სამშაბათს დილით სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. 11 წლის ბიჭმა ამოიცნო დაკავებული და განაცხადა, რომ დაკავებულმა დაარტყა ხელი. 

არასრულწლოვანი თავდამსხმელი ამ დრომდე განყოფილებაში იმყოფება, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ქურდობის და სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენებისთვის, ხოლო მისი მშობლების წინააღმდეგ კი არასრულწლოვნისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *