Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთის საზღვაო ფედერაციამ გაფიცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

საბერძნეთის საზღვაო ფედერაციამ გაფიცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

კიდევ 48 საათით გაგრძელდება საბერძნეთის საზღვაო ფედერაციის გაფიცვა, რადგან ორ დღიანმა გაფიცვამ შედეგი არ გამოიღო. ამჟამად ფედერაციის წარმომადგენლები საზღვაო გადაზიდვების (შიფინგის) მინისტრთან ხრისოს სტილიანიდისთან შეხვედრას ითხოვენ. შესაბამისად გემები პორტში 24 და 25 ოქტომბერსაც გაჩერდებიან. 

შეგახსენებთ, რომ გაფიცვა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 2025 წლის საზღვაო კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების ხელმოწერას 12%-იანი მატების მოთხოვნით. შესაბამისად საზღვაო გადაადგილება შეჩერდა. 

“არ შეგვიძლია უგულებელვყოთ მხოლოდ კერძო კომპანიების მოგებაზე ორიენტირებული სისტემა, რომლებიც ყოველწლიურად 150 000 000 ევროს ოდენობით ფინანსდებიან სახელმწიფო ფონდიდან მათი ფლოტების განახლება, მოდერნიზაციისთვის. არ შეგვიძლია უგულებელვყოთ, რომ ყოველდღიურად ირღვევა მეზღვაურთა კანონით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები.” – აცხადებს საბერძნეთის საზღვაო ფედერაციის წარმომადგენელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *