Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ოროპოსა და ამორღოში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

ოროპოსა და ამორღოში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

ნაწილობრივად დაიმორჩილეს სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა ოროპოსა და ამორღოს მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი. 

ცეცხლი ორივე ტერიტორიაზე სატყეო ნაწილს მოედო 11:15 საათზე ოთხშაბათს.  სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოროპოში ხანძრის გაჩენიდან დაახლოვებით ერთ საათში ცეცხლის აქტიური კერა უკვე აღარ არსებობდა.

ცეცხლის ჩასაქრობად 65 მეხანძრე მუშაობდა 16 სახანძრო მანქანით, მათ ასევე 3 ფეხით მოსიარულე მეხანძრეების გუნდი ეხმარებოდათ და ასევე 3 ვევრტმფრენი. ხანძრის ჩაქრობაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოხალისეებიც.

რაც შეეხება ხანძარს ამორღოში, ცეცხლი ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო და ბალახს მოედო. გაჩენილი ხანძარი საფრთხეს არ წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ადგილზე მეხანძრეები ნაქსოდან გემის საშუალებით ჩავიდნენ. ხანძრის ჩასაქრობად მუშაობდა 3 ვერტმფრენიც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *