Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ფილმის სცენარივით გათამაშებული ძარცვა კუნძულ კრეტაზე

ფილმის სცენარივით გათამაშებული ძარცვა კუნძულ კრეტაზე

რეთიმნოში საავადმყოფოშია განთავსებული კაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს გამთენიისას არმენუსში მოხდა.

ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანა, რომელსაც დაშავებული მართავდა შეეჯახა საპირირსპიროდ მიმავალ ავტომანქანას, რომელსაც ახალგაზრდა მძღოლი მართავდა. შეჯახების შედეგად დაშავებული მანქანაში ჩაიკეტა და მის გადმოსაყვანად სახანძრო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

მაშინ, როდესაც სახანძრო-სამაშველო სამსახური დაშავებულის მანქანიდან გადმოყვანას ცდილობდა ახალგაზრდამ დრო იხელთა და მათ დასახმარებლად გაჩერებული მოქალაქის მანქანა გაიტაცა.
მოპარული ავტომანქანით ახალგაზრდა სპილისკენ გაემართა. გზად კი კიდევ 2 მანქანას შეეჯახა. 

პოლიციამ ბოროტმოქმედი მალევე დააკავა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *