Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

მარუსი: მძარცველებმა  BMW M2-ის მარკის ავტომანქანის მოპარვისას ხელს Toyota Yaris-იც გააყოლეს, რადგან Toyota გზას უხერგავდა

მარუსი: მძარცველებმა  BMW M2-ის მარკის ავტომანქანის მოპარვისას ხელს Toyota Yaris-იც გააყოლეს, რადგან Toyota გზას უხერგავდა

ენით აღუწერელი თავხედობით გამოირჩევიან მძარცველები, რომლებისთვისაც ყოველდღიური აქტივობის ნაწილი გახდა ძვირადღირებული მანქანების მოპარვა.  დამნაშავეთა დაჯგუფება ავტომანქანებს იპარავს, შლის და სათადარიგო ნაწილების ბაზარზე ყიდის. 

იმ მრავალრიცხოვანი ავტომანქანებიდან, რომლებიც მძარცველებმა ამ დრომდე მოიპარეს ძალიან ცოტა თუ დაბრუნებია მეპატრონეს, რადგან დამნაშავეების ვინაობის დადგენა ხშირშემთხვევაში პოლიციისთვის შეუძლებელია. 

ქურდობის ბოლო შემთხვევა ანავრიტაში, მარუსში დაფიქსირდა, როდესაც ბოროტმოქმედებმა BMW M2-ის მარკის ავტომანქანა მოიპარეს ხოლო Toyota Yaris კი მხოლოდ იმიტომ “გააყოლეს ხელს” რომ მათ გზას უხერგავდა. ქურდობა წამის მეასედებში მოხდა ისე, რომ დამნაშავეების დაფიქსირება ვერავინ მოახერხა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *