Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როდესაც ცეცხლი დავინახე ვიფიქრე რომ ყველა დავიწვებოდით – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი

როდესაც ცეცხლი დავინახე ვიფიქრე რომ ყველა დავიწვებოდით – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი

კვირას ღამით ათენის ცენტრალურ უბანში მდებარე ცნობილ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

სოც. მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ცეცხლი ტორტიდან საშობაო დეკორაციას მოეკიდა, ხოლო ცეცხლმოკიდებული ბურთი ბარში მყოფ ახალგაზრდებს თავზე დაეცა. მალევე ხანძარი საშობაო ნათურებსაც მოედო, რამაც აფეთქება და ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე მოდება გამოიწვია, რის შედეგადაც ბარის შუშაბანდი ჩამოიმსხვრა. 

იმ საზარელ ღამეს ბარში მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა იხსენებს: “გამომდინარე იქიდან რომ ზედახორა იყო ბარში და ერთმანეთზე მიკრულები ვიყავით ბარის თანამშრომელი იძულებული გახდა ტორტის დაზიანების თავიდან ასარიდებლად ტორტი ჰაერში აეწია. სწორედ ამ დროს გადაეკიდა ცეცხლი შუშხუნებიდან საახალწლო დეკორაციას. როგორც კი ცეცხლი დავინახე ჩემი მეგობრის საპოვნელად გავტრიალდი და შემობრუნებისას უკვე დავინახე, რომ მთელი ჭერი იწვოდა. ვხედავდი როგორ ეცემოდა ცეცხლის ნაპერწკლები ბარში მყოფ ახალგაზრდებს. ერთ გოგოს თმაზე მოეკიდა. საევაკუაციო გასასვლელში საგიჟეთი ხდებოდა.. ქაოსი.. ფანჯრები ჩაამსხვრიეს.. ერთი გოგო დაეცა და ზედ გადაუარეს.. სულ დაასისხლიანეს.. როდესაც დავინახე, რომ ცეცხლი უკონტროლოდ ედებოდა ბარს ვიფიქრე რომ ერთად ამოვიწვებოდით ყველა შენობაში. ბარის თანამშრომლის ბრალი არ არის რომ ხანძარი გაჩნდა, რაც უთხრეს მისმა უფროსებმა ის გააკეთა.”

შეგახსენებთ, რომ მიმტანის წინააღმდეგ, რომელმაც ტორტი შეიტანა ბარში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *