Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ამფილოხია: ჩაძირულ მანქანაში ნაპოვნი ცხედარი ადგილობრივი საფეხბურთო ნაკრების 27 წლის ფეხბურთელს ეკუთვნის

ამფილოხია: ჩაძირულ მანქანაში ნაპოვნი ცხედარი ადგილობრივი საფეხბურთო ნაკრების 27 წლის ფეხბურთელს ეკუთვნის

სრულიად ამფილოხიას მოსახლეობა შეძრა 27 წლის ბიჭის გარდაცვალების ისტორიამ, რომლის ცხედარიც დღეს დილით ზღვაში ჩაძირულ მანქანაში იპოვეს.

მაშველებმა ავტომანქანის წყლიდან ამოყვანას დილიდან ცდილობდნენ. სამაშველო სამუშაოები შუადღის 12:00 საათზე დასრულდა.

agriniosite.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი 27 წლის ბიჭია, რომელიც ამფილოხიას საფეხბურთო ნაკრებში თამაშობდა. გარდაცვლილს აღენიშნება სილურჯეები მარცხენა მკლავზე და მუცლის არეში. 

e-maistros.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცხედარს ჩაუტარდება ნეკროფსია გარდაცვალების მიზეზების დასადგენად.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ გარდაცვლილი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იყო, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ყველასთან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *