Latest news
წყალი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან უნდა ვაჩუქოთ თუ არა ტექნოლოგიას მეორე სიცოცხლე ტრიკალას ციხეში პირველი წყვილი დაქორწინდება კარდიცა: 9 წლის სოტირის ინიციატივის შედეგად მოსხატოს ტბა 3 ტონა ნარჩენებისგან გაწმინდეს ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები 16 ივნისიდან ამოქმედდება ვრცელდება მოწმეების ჩვენებები კუნძულ როდოსზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დააკავეს კაცი, რომელსაც ალექსანდრას მეტროს მშენებლობისთვის საჭირო ამწე ჰქონდა ოკუპირებული სანტორინი: ქურდობისთვის 3 ქალი დააკავეს ევროვიზია: საბერძნეთმა კონკურსზე მე-10 ადგილი დაიკავა საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
საბერძნეთიქართველები საბერძნეთში

30 დეკემბერს ქართველი ელინისტები და ელინოფილები მარშს გამართავენ

30 დეკემბერს ქართველი ელინისტები და ელინოფილები მარშს გამართავენ

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები თითქმის 1 თვეა რაც მიმდინარეობს. დემონსტრანტებს  ქართველი ელინისტები და ელინოფილებიც უერთდებიან, რომელთა მარშიც 30 დეკემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან პარლამენტისკენ დაიძვრება.

“ჩვენ, ქართველი ელინისტები და ელინოფილები, ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს – მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას. კარგად ვიცით, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება. ერთგულნი ვართ ქართულ-ბერძნული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა, რომლებსაც საერთო ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან მივყავართ და არ დავუშვებთ ევროპული ოჯახისგან ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ მოწყვეტას!” – აცხადებენ მარშის ორგანიზატორები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *