Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კავალა: სკოლის მოსწავლეს ავტობუსი დაეჯახა

კავალა: სკოლის მოსწავლეს ავტობუსი დაეჯახა

კრიტიკულია 13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც პარასკევს, 6 მარტს კავალაში, კერძოდ პოდოხორიში გზაზე გადასვლისას ავტობუსი დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული თავის არეში. გოგონა ასფალტზე დაცემის შედეგად დაშავდა.

პაციენტი კავალადან ათენში გადმოიყვანეს და მკურნალობას სპეციალიზებულ პედიატრიულ კლინიკაში გადის. 

“ერთადერთი რამ რაც ვიცით არის ის, რომ ჩვენს შვილს დაეჯახნენ და ახლა კომაშია. მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვს მიყენებული თავის არეში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. უამრავი სისხლჩაქცევა აქვს. ჩვენი პატარა კარგად არ არის..” – აცხადებს დაშავებულის დედა ტელემაუწყებელ ΑΝΤ1-სთან საუბრისას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *