ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც პირღოსში კვირას ღამით მოხდა, 20 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Patrisnews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ახალგაზრდა Smart-ის მარკის ავტომანქანას მართავდა, როცა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ახალგაზრდას დარტყმის შედეგად თავის არეში მრავალგზის დაზიანებები აქვს მიყენებული.
Facebook Comments Box
