Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პანეპისტიმიუ: ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა

პანეპისტიმიუ: ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა

სამშაბათს ღამით, ათენის ცენტრში, მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

protohema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა პანეპისტიმიუს ქუჩაზე მოხდა. ფეხით მოსიარულე გზის გადაკვეთას ცდილობდა, როცა მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლმა შეჯახების შემდეგ გზა განაგრძო და დაშავებული უმწეო მდგომარეობაში მიატოვა ქუჩაში.

სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანის მძღოლი 25 წლის ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ძლიერი შეჯახების შემდეგ 42 წლის დაშავებული ჰაერში ავარდა და ასფალტზე დაენარცხა, მძღოლი კი ომონიას მოედნის მიმართულებით გაემართა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძღოლი, რომელიც მიმალვას ცდილობდა პატისიონისა და კაპოდისტრიუს ქუჩების კვეთაზე მოტოციკლეტს შეეჯახა, შეჯახებისას მოტოციკლეტის 45 წლის მგზავრიც დაშავდა, ხოლო ავტომანქანა კი ადგილიდან გაუჩინარდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *