Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სანაპირო დაცვამ 18 იძულებით გადაადგილებული პირი დახრჩობას გადაარჩინა

სანაპირო დაცვამ 18 იძულებით გადაადგილებული პირი დახრჩობას გადაარჩინა

ხუთშაბათს დილით სანაპირო სამაშველო დაცვამ ფარმაკონისისკენ მიმავალი იძულებით გადაადგილებული პირებით დატვირთული გემი შენიშნა.

პირი, რომელიც მგზავრებით დატვირთულ გემს მართავდა არ დაემორჩილა სანაპირო დაცვის მიერ გაცემულ განკარგულებას, რომელიც მას შეჩერებისკენ მოუწოდებდა შესამოწმებლად. სიჩქარეს უმატა და მგზავრების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მოძრაობებით განაგრძო გზა.

როდესაც გემი ხმელეთს მიუახლოვდა მგზავრები სწრაფად გადავიდნენ კუნძულზე, თუმცა პირმა, რომელიც გემს მართავდა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი იძულებით გადაადგილებული პირი ზღვაში მოისროლა, რათა სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის თავი აერიდებინა.

არასრულწლოვანის სიცოცხლე სანაპირო დაცვამ გადაარჩინა. 

დამნაშავე თურქეთის საზღვრისკენ გაიქცა, რათა სანაპირო დაცვას არ შეძლებოდა მისი დაკავება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *