Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

89 წლის ბერძენი-ამერიკელის პირველი ვიზიტი მის ისტორიულ სამშობლოში-საბერძნეთში

ბოლო დღეებში სოციალურ მედიაში აქტიურად  ვრცელდება   89 წლის ბერძენი-ამერიკელი მოხუცი მამაკაცის (რომლის ვინაობაც უცნობია), მის ისტორიულ სამშობლოში-საბერძნეთში პირველი ვიზიტის ამაღელვებელი კადრები, რომელიც მისმა შვილიშვილმა აღბეჭდა და გაავრცელა.

ის სავარაუდოდ მეორე თაობის ბერძენია, რომლის მშობლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ საბერძნეთში, შემდეგ კი დატოვეს ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდნენ შეერთებულ შტატებში.

TikTok-ზე გავრცელებული თბილი და გულისამაჩუყებელი ვიდეოების სერია მოგვითხრობს საბერძნეთში მოხუცის პირველი სტუმრობის და მოგზაურობის დეტალებს.

კადრებში ნაჩვენებია ამაყი და ბედნიერი მოხუცი როგორ სეირნობს ქალაქგარეთ დაბინდებისას, ათვალიერებს ქვეყნის ცნობილ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის აკროპოლს, ეწვევა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ხეტიალობს კუნძულებზე და სვამს უზოს… ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ალკოჰოლურ სასმელს.

გავრცელებულ კადრებში განსაკუთრებით გამორჩეულია მომენტი, როდესაც ის მთის ფერდობზე ხმაურიან ტავერნაში, ბერძნული დროშით ხელში, მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად ტრადიციულ ბერძნულ სტილში ცეკვის ოსტატობას აჩვენებს.

აღნიშნულ ვიდეოს თან ახლავს კომენტარი: „ჩვენს პაპუს 89 წელი დასჭირდა, მაგრამ ის საბოლოოდ საბერძნეთში მოხვდა!! არ შეიძლება არ იტირო მის წმინდა სიხარულზე და სიამაყეზე.”

საბერძნეთში “პაპუს” თავგადასავლების სერიამ ინტერნეტმომხმარებლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.  ვიდეო 109000-ზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა და  1300-ზე მეტმა გააკეთა კომენტარი.

„ჩემს სულს ეს სჭირდებოდა. ის ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი გამოიყურება, იქ არის სადაც უნდა ყოფილიყო. მიყვარს“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

1890-1917 წლებში 450 000-მა ბერძენმა დატოვა სამშობლო და ჩავიდა შეერთებულ შტატებში. 1918-1924 წლებში მათ რიგებს კიდევ 70 000 ბერძენი შეუერთდა. მათი უმეტესობა შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქებში რკინიგზის მშენებლობაზე, ან დასავლეთ შეერთებული შტატების მაღაროებში, საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *