ხვალ დილის 10:00 საათზე იანნის ქსიდაკისსა და მის მეუღლეს სასამართლოში გადაიყვანენ
ხვალ დილის 10:00 საათზე იანნის ქსიდაკისსა და მის მეუღლეს სასამართლოში გადაიყვანენ
სისხლის სამართლის საქმე აიძრა 79 წლის იანის ქსიდაკისისა და მისი 80 წლის მეუღლის წინააღმდეგ დღეს დილით ატეხილი სროლის გამო, რომლის შედეგადაც სტეფანოს კოკოლოიანნის ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა.
იანის ქსიდაკისს ბრალი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ფლობისთვის ედება, ხოლო მის მეუღლე კი თანამზრახველობის ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულების ადვოკატები ცდილობენ 80 წლის ქალის დაკითხვა მაინც მოხერხდეს ხვალ, რაც შეეხება მის მეუღლეს ივარაუდება, რომ აღიარებითი ჩვენების მისაცემად უფრო დიდი ვადა მოითხოვონ.
Facebook Comments Box
