Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკი: 4 წლის ბიჭუნას სანაპიროზე ეპილეფსიის შეტევა დაემართა

სალონიკი: 4 წლის ბიჭუნას სანაპიროზე ეპილეფსიის შეტევა დაემართა

დღეს დილით, სალონიკში, ნეონ ვრასნონის სანაპიროზე 4 წლის ბიჭუნას სერბეთიდან, რომელიც სალონიკში დასასვენებლად ოჯახთან ერთად არის ჩამოსული, ზღვაში ბანაობისას ეპილეფსიის შეტევა დაემართა.
შეტევის შედეგად პატარამ გონება დაკარგა, ფილტვები წყლით გაევსო, რამაც მისი გულის გაჩერება გამოიწვია.

voria.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრაგიკულად დაასრულებდა სიცოცხლეს პატარა ბიჭუნა რომ არა ექიმი ასევე სერბეთიდან, რომელიც სანაპიროზე იმყოფებოდა. ექიმის წყალობით პატარას დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და სანამ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა 4 წლის ბიჭი უკვე გონს ჰყავდათ მოყვანილი.

ვოლვის მოხალისე მაშველთა ასოციაციამ მომხდართან დაკავშირებით საჯარო კომენტარი გააკეთა: “დღეს 4 წლის ბიჭის სიცოცხლე გადარჩა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანება იმოქმედეს ერთხმად ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს სოციუმი, რომელსაც გული შესტკივა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *