კეფალონია: 42 წლის ირას სიცოცხლე საკუთარ სახლში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა
კეფალონია: 42 წლის ირას სიცოცხლე საკუთარ სახლში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა
სრულიად კეფალონია დაამწუხრა 42 წლის ირას გარდაცვალებამ სამიდან, რომლის სიცოცხლეც სამშაბათს დილით, საკუთარ სახლში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა.
ტელემაუწყებელი ΑΝΤ1-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცეცხლის კერა მისაღები ოთახიდან გაღვივდა. მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ივარაუდება რომ ცეცხლი ან გამათბობელს ან რომელიმე საბავშვო სათამაშოს გაუჩნდა.
გარდავლილი 3 შვილის დედაა, რომელიც პოლიციამ კარის უკან იპოვა რაც გამოძიებას აძლევს მიზეზს ივარაუდოს, რომ ქალი სახლის დატოვებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოასწრო.
Facebook Comments Box
