Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ორი წლის გოგონა, რომელსაც მამა ავტომანქანით დაეჯახა, ხუთდღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა

ხუთდღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ  2 წლის გოგონა, რომელსაც მამა ავტომანქანით უკუსვლისას დაეჯახა, მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პატარას  ტვინის სერიოზული დაზიანებები ჰქონდა და გადაყვანილი იყო საავადმყოფოში.

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა ბავშვთა კლინიკაში ყველაფერი გაკეთდა, რაც ადამიანურად იყო შესაძლებელი, თუმცა ბავშვის გადარჩენა  ვერ მოახერხდა.

ექიმებმა ბავშვის ტვინის ფუნქციის დასადგენად საჭირო  ანალიზების პროცესი დაიწყეს, რაზეც 2 წლის გოგონას არანაირი რეაგირება  არ გამოუვლენია.

ბავშვის მშობლები შოკში არიან, რადგან ვერ იჯერებენ უბედურებას, რაც მათ ოჯახს დაატყდა თავს. გოგონას დედა ქალიშვილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სულისშემძვრელი წერილით ემშვიდობება.

ყველაფერი მოხდა სამშაბათს, ნაშუადღევს (16/5) , როცა მამა  ავტომანქანით უკუსვლით დაიძრა.

სამწუხაროდ, მან ვერ დაინახა, რომ მანქანის უკან მისი პატარა გოგონა იყო და დაეჯახა.

შოკში მყოფი მამა დააკავეს, მაგრამ პროკურატურის  გადაწყვეტილებით შემდგომ  გაათავისუფლეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *