Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ხელი გვკრა და ამიტომ  თავდაცვის მიზნით სახეში დავარტყი – აცხადებს მოსწავლის დედა, რომელსაც მასწავლებლის ცემაში ედება ბრალი

ხელი გვკრა და ამიტომ  თავდაცვის მიზნით სახეში დავარტყი – აცხადებს მოსწავლის დედა, რომელსაც მასწავლებლის ცემაში ედება ბრალი

სკოლის მოსწავლის დედამ მომხდართან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა: “მივედი და ვკითხე რატომ გარიცხა კლასიდან ჩემი შვილი. ჩემს შეკითხვაზე მას აგრესიული რეაქცია ჰქონდა, განერვიულდა და მიპასუხა: “იმიტომ რომ ასე მინდოდა.” ადგა და გარეთ გასვლა დააპირა. ხელი გვკრა მეც და ჩემს დედამთილსაც.” ტელემაუწყებელ STAR-თან საუბრისას ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ მასწავლებელმა მის შვილს დაბალი ნიშანი დაუწერა. 

შეგახსენებთ, რომ მაღნისიაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში აურზაური ატყდა სკოლის მოსწავლის დედასა და მასწავლებელს შორის მომხდარი გაუგებრობის გამო.

thenewspaper.gr – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საახალწლო ვასილოპიტის გაჭრის ცერემონიალის დროს, როცა მასწავლებლები მოსწავლეებს ნიშნების ფურცლებს ურიგებდნენ სკოლის მოსწავლის დედასა და მასწავლებელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო რაც ჩხუბში გადაიზარდა. იმისთვის რომ მასწავლებელს აურზაური თავიდან აერიდებია უკან დაიხია, თუმცა დედამ ჩხუბი არ შეწყვიტა, მიუახლოვდა და სახეში მუშტი ჩაარტყა. შემთხვევა მოსწავლის ბებიამ კამერით გადაიღო.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა პოლიცია, ხოლო დაშავებული მასწავლებელი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *