Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ძაღლების მწვრთნელი კალამატაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ძაღლების მწვრთნელი კალამატაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სოც მედიაში გავრცელებულმა კადრებმა, რომელშიც ჩანს თუ როგორ ესხმის თავს როტვეილერი 76 წლის კაცს. 

dogsecret.gr-ის მფლობელმა, ძაღლების მწვრთნელმა იანნის ფსაროპულოსმაც გააკეთა კომენტარი მომხდართან დაკავშირებით და ეცადა ფართო საზოგადოებისთვის ცხოველის ქცევის ანალიზი გაეკეთებინა და ხაზი გაუსვა, რომ პრობლემა ყოველთვის ძაღლში არ არის:

“კომენტარების კითხვისას კიდევ ერთხელ მივხვდი რატომ არ უჩანს ბოლო მსგავს შემთხვევებს. ადამიანების უმეტესობა, რომლებმაც მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს, არ იცნობენ არც ძაღლს, არც მის პატრონს და ზოგადად წარმოდგენაც კი არ აქვთ ცხოველთა ფსიქოლოგიაზე.
ძაღლი არასდროს ტყუის, თუმცა ყოველთვის მას უჯდება ძვირად მომხდარი. ვერ გეტყვით ძალადობდა თუ არა მეპატრონე ამ კონკრეტულ ძაღლზე, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძაღლი, რომელსაც აქვს დაბალანსებული ურთიერთობა ადამიანთან და ენდობა მას, ასე არ მოიქცევა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლების უმეტესობა, რომელიც თავს ესხმის მეპატრონეს, ძალადობის მსხვერპლი არ არის. პირიქით, თავდასხმის ყველაზე ხშირი მიზეზი გადამეტებული სიყვარულის გამოხატვაა. როდესაც ადამიანი ცდილობს ძაღლს ჩაეხუტოს, ან აკოცოს, ეს შეიძლება მისთვის სიყვარულია, თუმცა ძაღლისთვის შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს.
იმისთვის რომ მსგავსი შემთხვევები ავირიდოთ თავიდან საჭიროა ცნობიერების ამაღლება, არამხოლოდ ძაღლების გაწვრთნა, არამედ ადამიანებისაც, რათა იცოდნენ თუ როგორ მოიქცნენ ცხოველებთან.” 

@dogsecret.gr

Επίθεση Σκύλου στον ιδιοκτήτη #dogsecret #εκπαιδευτηςσκυλων #εκπαιδευσησκυλωνσυμβουλες #onliedogtraining

♬ πρωτότυπος ήχος – dogsecret.gr

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *