Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ადამიანის მკვლელობის მუხლით აღიძრება სისხლის სამართლის საქმე 3 წლის დედისა და მისი პარტნიორის წინააღმდეგ

ადამიანის მკვლელობის მუხლით აღიძრება სისხლის სამართლის საქმე 3 წლის დედისა და მისი პარტნიორის წინააღმდეგ

პატარა ანგელო მისი ბებიის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელსაც ბიჭუნაზე მეურვეობა სასამართლომ მიანიჭა, ორგანოების დონორი გახდება.

3 წლის ანგელოს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, მაგრამ სამწუხაროდ მისი ტვინი საერთოდ აღარ ავლენს აქტივობის ნიშნებს.

უკვე შაბათიდან იყო ინფორმირებული 3 წლის ბიჭის ოჯახი, რომ ის ტვინით მკვდარია. ბიჭუნას ბებიამ სურვილი გამოთქვა პატარა ორგანოების დონორი გახდეს და დღეს დილით ეს სურვილი სისრულეში მოიყვანა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ბიჭუნა საავადმყოფოში გასულ კვირას დილით, სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს. 

ფიზიკური ძალადობას, რომელსაც ბავშვზე ახორციელებდა დედა და მისი პარტნიორი, ხანგრძლივი ხასიათი ჰქონდა და თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

ბიჭის დედას და მის პარტნიორს ამ დრომდე ფიზიკური ძალადობის მუხლით ჰქონდათ ბრალი წაყენებული, თუმცა ბიჭუნას გარდაცვალების შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდებათ და ადამიანის განზრახ, წინასწარ დაგეგმილი ჯგუფური მკვლელობის მუხლით წარუდგებათ ბრალი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *