Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

დაყაჩაღება კიფისიის რაიონში

დაყაჩაღება კიფისიის რაიონში

კიფისიაში  დამნაშავეთა ჯგუფი არასრულწლოვან ახალგაზრდებს დაესხა თავს და 16 წლის მოზარდი გაძარცვა.

პარასკევს, ღამით  დაჯგუფებამ, კიფისიაში  არასრულწლოვანი სცემა და გაძარცვა.  ორი კაპიუშონიანი პირი, რომელიც მანქანიდან გადმოვიდა,   ახალგაზრდებს მოულოდნელად დაესხა თავს. შემთხვევა  ღამის 10:30 საათზე მოხდა, როცა 16-17 წლის მოსწავლეები  კეფალარიოს რაიონში მდებარე სკვერიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

დაზარალებულს  უეცრად  ჯიპმა  გადაუღობა გზა. “საეჭვო” ავტომობილი ქსენიას ქუჩასთან  გაჩერდა და იქიდან ორი ნიღაბაფარებული პირი გადმოვიდა, რომლებიც დაემუქრნენ მსხვერპლს და ცემის შემდეგ მობილური ტელეფონი და გარკვეული თანხა  წაართვეს.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ჯგუფი მიიმალა, ხოლო დაზარალებულებმა ყაჩაღობის შესახებ კიფისიის არაიონულ პოლიციას შეატყობინეს.

ხალგაზრდების აღწერით, შესაძლოა, თავდამსხმელთა შორის  კიდევ ერთი პირი ყოფილიყო , რომელიც ყაჩაღობის დროს მანქანაში იმყოფებოდა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *