Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Uncategorized

ცელენდის: რაც უფრო გაჭიანურდება დრო მით უფრო ძლიერი იქნება მთავარი მიწისძვრის დარტყმა

ცელენდის: რაც უფრო გაჭიანურდება დრო მით უფრო ძლიერი იქნება მთავარი მიწისძვრის დარტყმა

სეისმოლოგი აკის ცელენდისი საუბრობს იმ პრესეისმური თანმიმდევრობის მახასიათებლებზე, რომლებიც რამდენიმე დღეა სანტორინზე მიმდინარეობს.

სეისმოლოგი აცხადებს, რომ ბიძგები არათუ იკლებს, არამედ მოიმატებს მანამ, სანამ მთავარი მიწისძვრა არ მოხდება:

“სამწუხაროდ ბიძგების რაოდენობა და სიხშირე კი არ იკლებს, მატულობს. ბოლო სამი დღის განმავლობაში 40 4 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ფაქტია, რომ სეისმური ზონა დღითიდღე უფრო იზრდება და სრულიად შესაძლებელია, რომ განმეორდეს 1956 წლის კატასტროფა. რაც უფრო ხანგრძლივია მოკლე ბიძგების რაოდენობა მით უფრო ძლიერი იქნება მთავარი მიწისძვრა.

კუნძულები მთავარი მიწისძვრის შემდეგაც სახიფათო ზონად დარჩება ზაფხულამდე, რასაც დრამატულად უარყოფითი გავლენა ექნება ტურიზმზე, რადგან კუნძულზე აშენებულია არაერთი უკანონო შენობა/სასტუმრო ნაგებობები ყოველგვარი წინასწარი უსაფრთხოების შემცველი კრიტერიუმების გათვალისწინებით.

იაზე, ფირაზე და კიდევ ბევრ ადგილას აშენებულია ტერიტორიისთვის შეუსაბამო სიმძიმის აუზიანი სასტუმროები.

ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის და ადამიანების სიცოცხლე ყველა ბიზნესზე მაღლა დგას და მისცეს საშუალება მეცნიერებს და სპეციალისტებს გააკეთონ თავისი საქმე. ზემოთ აღნიშნულ უკანონო შენობა/ნაგებობებს უნდა შეუწყდეთ მუშაობის უფლება.

კუნძულ კეფალონიაზეც ძლიერი მიწისძვრის საშიშროება დგას მაგრამ კუძულის სწრად განაშენიანების გამო მიწისძვრა რისკის შემცველი არ არის.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *