Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

პატრა: წვეულებიდან საავადმყოფოში 3 არასრულწლოვანი გადაიყვანეს

პატრა: წვეულებიდან საავადმყოფოში 3 არასრულწლოვანი გადაიყვანეს

პატრას საუნივერსიტეტო კლინიკაში აღმოჩნდა 3 არასრულწლოვანი შაბათს ღამით მოსწავლეების მიერ სულიში გამართული წვეულების შემდეგ, რომელიც ზრდასრულების ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობდა.

Tempo24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წვეულებიდან, რომელზეც 15-16 წლის ბავშვები იმყოფებოდნენ, ზარი შევიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოსაძახებლად, რადგან 3 არასრულწლოვანი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია, რომელმაც სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღო სახლის ეზოში, ქოთანში ჩამალული ელექტრონული სიგარეტი. 

ექიმების განცხადების თანახმად არასრულწლოვნები აცხადებენ, რომ თავი შეუძლოდ სწორედ ელ.სიგარეტის მოხმარების შემდეგ იგრძნეს.

მიმდინარეობს გამოძიება პასუხისმგებელი პირების დასაკავებლად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *