Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
სამშაბათი, მაისი 12, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სალონიკი: პოლიციამ 31 წლის კაცი ბენზინგასამართი სადგურის ძარცვისთვის დააკავა

სალონიკი: პოლიციამ 31 წლის კაცი ბენზინგასამართი სადგურის ძარცვისთვის დააკავა

პოლიციამ 31 წლის ბიჭი დააკავა პარასკევს გამთენიისას ბენზინგასამართი სადგურის გაძარცვის ბრალდებით, რომლის შედეგადაც 62 წლის ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი დაშავდა.

დაკავებული დღეს პროკურორთან დაკითხვაზე გადაიყვანეს და ჩვენების მიცემის შემდეგ მისი დროებით პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო პროკურორმა.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულმა დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული და ითხოვა გულწრფელი პატიება დაზარალებულისგან. იქვე აღნიშნა, რომ ბრალდებულს სურვილი აქვს გამოსწორდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული ძარცვისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მას აღენიშნება ფსიქოლოგიური პრობლემები და ეკონომიკური სიდუხჭირე გახდა მისი დანაშაულებრივი ქმედების მიზეზი, რადგან სწორედ ის არჩენს მის არასრულწლოვან შვილს და მამას, რომელსაც მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *