Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

25 მარტი- საბერძნეთი რევოლუციის წლისთავს აღნიშნავს

საბერძნეთის რევოლუციის გმირების ხსოვნას დღეს ატიკის ყველა მუნიციპალიტეტი აღლუმებითა და ღონისძიებებით მიაგებს პატივს.

სამი დღის განმავლობაში, პანდემიისა და ორწლიანი შემაკავებელი ზომების შემდეგ,  მუნიციპალიტეტები ეროვნულ დღესასწაულებს  კვლავ აღნიშნავენ.

კვირეულის დასაწყისიდანვე ქალაქები ლურჯ-თეთრ ფერებში შეიმოსა მას შემდეგ, რაც თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ქუჩები, სკვერები, მუნიციპალური შენობები,  საყოველთაო ეროვნული  დროშებით  გააფორმა.

გამოცხადდა ღონისძიებების სრული პროგრამა, რომელიც დღეს გამთენიისას,  ტაძრებში ზარების რეკვით დაიწყო,რადგან ასევე აღინიშნება ღვთისმშობლის ხარების საეკლესიო დღესასწაულიც.                                  ტაძრებში ოფიციალური ღვთისმსახურების შემდეგ  გვირგვინებით შეამკობენ თითოეული მუნიციპალიტეტის ძეგლს,

რასაც მოყვება მერებისა და ადგილობრივი ხელისუფლების საზეიმო გამოსვლა და ეროვნული ჰიმნის დაკვრა.

ღონისძიებების კულმინაცია  იქნება  ახალგაზრდების, სკაუტების, ადგილობრივი და სპორტული კლუბების აღლუმები, რომლებიც დაგეგმილია 11 საათზე, ზოგიერთ ქალაქში კი 12 საათზე.

ასევე  შაბათ-კვირას რამდენიმე მუნიციპალიტეტში სპეციალური ღონისძიებები გაიმართება.

    მაგალითად, აგიოს დიმიტრიოს  მუნიციპალიტეტი    მასპინძლობს ილიას პერგანტისის ფოტოგამოფენას სახელწოდებით “1821” , სადაც სხვადასხვა რეგიონში საბერძნეთის რევოლუციის  და  სხვადასხვა ისტორიული მოვლენის ამსახველი ფოტოების საშუალებით დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ცნობილ ისტორიულ მოვლენებს    ფოტორეალისტური სახით და 1821 წლის წინა და შემდგომ პერიოდის, ასევე ოსმალეთის უღლისაგან განთავისუფლების  ამსახველ ფოტო მასალას.

გამოფენა ღიაა საზოგადოებისთვის და გაგრძელდება 31 მარტამდე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *