Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ლარისა: 58 წლის კაცმა 20 წლის გოგონა დააბა და მისი გაუპატიურება სცადა

ლარისა: 58 წლის კაცმა 20 წლის გოგონა დააბა და მისი გაუპატიურება სცადა

პოლიციამ დააკავა 58 წლის კაცი, რომელმაც 20 წლის გოგონა დააბა და მისი გაუპატიურება სცადა.

აღნიშნული შემთხვევა 2022 წლის ივნისსში მოხდა, თუმცა ბრალდებულისთვის განაჩენის გამოსატანად სასამართლო პროცესი გუშინ, 10 თებერვალს ჩატარდა. 

ბრალდებულმა სასამათლო პორცესზე განაცხადა, რომ გოგონას მათ პირველ შეხვედრამდე იცნობდა და შეხვედრის მიზეზი იყო ის, რომ პარტნიორს ეძებდა. სწორედ ამიტომ მან შესთავაზა გოგონას მასთან სახლში წასულიყვნენ და ისიც დათანხმდა. იქვე დასძინა, რომ სახლში მისვლისას გოგონას მუცელი სტკიოდა და ამიტომ წამოწოლა შესთავაზე: “რომ წამოწვა მე მაისური გავიხადე და მან ეს ჩათვალა გაუპატიურების მცდელობად.” – განაცხადა ბრალდებულმა.

პოლიცია ბრალდებულის მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან გოგონას ყვირილი შემოესმათ.

დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბრალდებულს მისი ნებით გაჰყვა, მას განზრახული არ ჰქონია მასთან სექსუალური კავშირის დამყარების. ბრალდებულმა ის საწოლზე დააბა და ოთახის კარი ჩაკეტა.

სასამართლომ დამნაშავეს 6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *