Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ავტოსაგზაო შემთხვევამ 27 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევამ 27 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ახალგაზრდამ ოთხშაბათს, 12 თებერვლას ღამით. 

nafpaktianews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანა, რომელსაც 27 წლის ბიჭი მართავდა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, გზიდან გადავარდა და გზის დამცავ ცემენტის ჯებირებს შეეჯახა. მანქანის ორივე მგზავრი 26 და 27 წლის ახალგაზრდები შეჯახების შედეგად ავტომანქანიდან გადმოვარდნენ და ასფალტზე დაცემისას მძიმედ დაშავდნენ. 

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახანძრო სამსახური, საგზაო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა სამწუხაროდ 27 წლის ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს, ხოლო 26 წლის ბიჭი კი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. ექიმები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *